სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება

03/03/2024

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავში მდებარე ორი სამშობიარო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის წევრ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

«სამშობიარო დაწესებულება ის ადგილია, სადაც თითქმის ყოველ დღე ახალი სიცოცხლე იბადება და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ასეთი მნიშვნელოვანი სიცოცხლის ზეიმის მონაწილე ხართ. გილოცავთ დედის დღეს და გისურვებთ წარმატებებს, როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში!»- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0