საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადის გაგრძელებით, სამშენებლო სექტორს მიეცემა დამატებითი შესაძლებლობა დაასრულოს ობიექტების მშენებლობა. გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს დაზარალებული მობინადრეების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას. სამშენებლო ობიექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარს აღემატება. 2015 წელს დაუსრულებელი მშენებლობების დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილების შედეგად განახლდა არაერთი ობიექტის მშენებლობა.
სამშენებლო სექტორის სტიმულირების მიზნით, 2008 წლამდე დაწყებული და დღემდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების მიზნით 2015 წლიდან შემოღებული საგადასახადო შეღავათები 2026 წლამდე გაგრძელდება
07/02/2020