სამუშაო შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში

22/01/2016

საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებზე, მათ შორის, მოგების გადასახადის რეფორმასა და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის საკითხებზე იმსჯელეს დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დოკუმენტზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და მთავრობას კანონპროექტი უახლოეს მომავალში წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0