სამუშაო შეხვედრა ოქსფამის და ბრიჯი-ს წარმომადგენლებთან

06/05/2016

ქალაქ დუშეთში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ოქსფამის და ბრიჯი-ს (ინოვაცია და განვითარება) წარმომადგენლები, რომლებმაც ადგილობრივ ხელისუფლებას წარუდგინეს პროექტი ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების შესახებ.
ოქსფამის საქართველოს წარმოამდგენლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან ბრიჯი – ინოვაცია და განვითარება და შავი ზღვის ეკო აკადემიასთან ერთად ახორციელებს ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის კატასტროფებისადმი მზადყოფნის ოფისის (DIPECHO) დახმარებით მიმდინარე ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების მხარდაჭერის პროექტს სამხრეთ კავკასიაში, სადაც საქართველოს მასშტაბით შერჩეულ იქნენ აჭარის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის (დუშეთი, თიანეთი) რეგიონები.
ოქსფამი მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებთან სამიტიგაციო პროექტების, კატასტროფების რისკის შემცირების რესურს ცენტრების, კატასტროფებისადმი მზადყოფნის, ადრეული შეტყობინების სისტემის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგავსა და გაძლიერებაზე თემების მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
შეხვედრას ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, პირველი მოადგილე -ბექა ღარიბაშვილი, თანაშემწე-თინათინ ცოცხალაშვილი, მრჩეველი – ლევან მნათობიშვილი და გამგებლის წარმომადგნლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი მიხეილ კარიაული, რომლებთან ერთად სტუმრებმა განიხილეს აღნიშნული პროექტის სამომავლო მიზნები და თანამშრომლობის სტრატეგიები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0