სამტრედიის მუნიციპალიტეტში 1 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება

21/05/2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტში 1 000 000 დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ლაშა თევზაძის ქუჩის ბოლოში, 4200 კვ/მ-ზე თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სასაწყობო -სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.
ინვესტიცია კომპანია “ჯეოკოპმა“ განახორციელა. როგორც კომპანიის მენეჯერმა ლოვა ავეტისიანმა აღნიშნა, სამაცივრე- სასაწყობო მეურნეობა საქართველოს და სომხეთს მოემსახურება და იქნება დისტრიბუციის დიდი ქსელი. კომპანიაში ამ ეტაპზე 25 ადამიანი დასაქმებული, აქედან უმეტესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი. მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასაწყობო- სამაცივრო მეურნეობა დაათვალიერეს და კომპანიის მენეჯერს გაესაუბრნენ. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა -“მნიშვნელოვანია,რომ ადგილობრივები არიან დასაქმებულები.რათქმაუნდა მაქსიმალური ხელშეწყობა აქვს ყველა ინვესტორს და ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად მხარში ვუდგევართ თითოეულს.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0