სამტრედიაში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ოჯახი დაიტბორა

13/12/2016

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლემბა სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს მოსახლეობიდან , თუ რა სახის ზარალი მიაყენა სტიქიამ მათ ოჯახებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0