დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა მიმდინარე სამუშაოები ნიკურაძის და ბახტაძის ქუჩებზე.
ამ ეტაპზე ქალაქის ტერიტორიაზე დაგებულია ასფალტო– ბეტონის გზა ქაროსანიძის, პეკინის, ჩოლოყაშვილის და ერისთავის ქუჩებზე. ასფალტო–ბეტონის გზა დაგებულია ასევე სოფელ ბაშსა და იანათში.
გზის დაგებით სამუშაოებზე 2 700 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,, ინდიკოს“ ქვეკონტრაქტორი კომპანია ,, ლატექსი“ ასრულებს.
როგორც იანეთის თემის მაცხოვრებელმა მანანა ნაცლიშვილმა აღნიშნა ,, გზა 44 წელია არ გვღირსებია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც გზის პრობლემა მოგვიხსნა. სოფელს მადლობის მეტი არაფერი არ გვეთქმის. „
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა , რომ პრიორიტეტია გზების დაგება და მუნიციაპლიტეტის მასშტაბით ასფალტო– ბეტონით გზების მოპირკეთება გაგრძელდება.“
სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების დაგება გრძელდება
28/06/2017