სამტრედიაში ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მოეწყო

27/07/2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის მიერ, ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მოეწყო. საკმაოდ მრავალფეროვანი სასურსათო ამანათები სპეციალურად იმ ოჯახებისთვის დამზადდა, რომლებიც მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენს. დიდი ჯიხაიშისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, მოადგილესთან დავით ბახტაძესთან და წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალის ხელმძღვანელთან, ნათია პაპავასთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრა და ამანათები თავად გადასცა.
სასურსათო ამანათები მიიღეს ბაშის თემში მცხოვრები ტარიელ ჭაფოძისა და ვახტანგ ჩიქოვანის ოჯახებმა, ხოლო ჯიხაიშის თემში, ამჯერად ციალა შარაშენიძის, კაკო რუხაძისა და მერი ვაშაკიძის ოჯახებს დაეხმარნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ სოფელ ბაშის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენელი რამაზ კაშია და ჯიხაიშის წარმომადგენელი ნუგზარ ნუცუბიძე. აქციაში იყო ჩართული ჯიხაიშის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი ლეჟავა.
მსგავსი ღონისძიებები პერიოდულად ხორციელდება წითელი ჯვრის ადგილობრივი ფილიალისა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, რაც მოსახლეობის მადლიერებას და კმაყოფილებას იწვევს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0