სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს

11/01/2018

საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
ზოგადად, პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0