დღეს, ბორის სკოლა–პანსიონის „სამოქალაქო კლუბის“ წევრებმა ამერიკელ მეგობრებთან ერთას სოციალური აქცია მოაწყვეს. აქციაში ჩაერთო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე.
ბორის სკოლა–პანსიონის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე: „ ჩვენი მეგობრები ამერიკიდან უკვე რვა წელია ბორის სკოლა–პანსიონს, სხვადასხვა მიმართულებით აფინანსებენ, როგორიცაა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, უმაღლეს სასწავლებლებში ახალგაზრდების სწავლების დაფინანსება. ასევე აფინანსებენ ბორის სკოლა–პანსიონის „სამოქალაქო კლუბის“ სოციალურ აქციებს. დღეს სწორედ ასეთი სახის აქცია იმართება. კლუბის წევრებთან ერთად, აქციაში ჩაერთო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე. სოფელ ვარძიაში მცხოვრებ ერთ–ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები მივუტანეთ. კიდევ ერთი სოციალური აქცია ხვალ სოფელ ლახუნდარაში გაიმართება.“
დღესვე, ბორის სკოლა–პანსიონის „სამოქალაქო კლუბი,“ ამერიკელ მეგობრებთან ერთად, ვარძიისა და წყალაფორეთის სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც მოსწავლეებს ჰიგიენური ნივთები გადასცეს.
2 ივნისს, წყალაფორეთისა და ვარძიის საჯარო სკოლების მოსწავლეები ბორის სკოლა–პანსიონს ესტუმრებიან, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
3 ივნისს ბორის სკოლა–პანსიონში დასკვნითი ღონისძიებები გაიმართება. ჩატარდება „ნიჭიერი“, რომელიც ამერიკელი მეგობრების ინიციატივით, სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ყოველ წელს იმართება. გამარჯვებულს ამერიკელი მეგობრებისაგან სპეციალური პრიზი გადაეცემა. გამარჯვებულს დააჯილდოებს ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
„სამოქალაქო კლუბის“ წევრებმა ამერიკელ მეგობრებთან ერთას სოციალური აქცია მოაწყვეს
01/06/2016