სამინისტრო „მთის კანონის“საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

21/03/2016

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა, ამჯერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და გურიის რეგიონში ჩატარდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და მთის ეროვნული საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და გურიის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი.
შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0