საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის დროს განხილული იქნა დევნილთა 2015-2016 წლის სამოქმედო გეგმის IV კვარტალის ანგარიში. სამეთვალყურეო საბჭომ მოიწონა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის 2016 წლის I და II კვარტალის შესრულების ანგარიში, რომელიც შემდგომი განხილვისთვის უწყებათაშორის კომისიას წარედგინება.
საბჭოს სხდომაზე დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი კომენტარებიც განიხილეს.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, საბჭოში შემავალი სამინისტროების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.