სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

15/04/2016

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა თბილისში, 73 700 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს „მერსედესის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, რომლითაც მოქალაქე გ.მ.-ს ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე გადაჰქონდა შპს „მ.ზ.“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი, კერძოდ, ელექტროტექნიკა.
სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის რაოდენობისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილებამ ჩაატარაა შესაბამისი ექპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ელექტროტექნიკის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 73700 ლარი.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0