სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2017“ დაიწყო

Tuesday October 10th, 2017

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება ძალების მიზიდვით – „ქარიშხალი 2017“ მიმდინარეობს. სწავლებაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბი, მასთან დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბები და ბრიგადებიდან მიზიდული ასეულის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობენ, რომლებიც სასწავლო რაიონებში მოქმედებებს რეალურად ახორციელებენ.
წვრთნების მიზანს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბებისა და სწავლებაში მონაწილე საბრძოლო ქვედანაყოფების თავდაცვითი ოპერაციების წარმოებისთვის მომზადება, ასევე, სწრაფად ცვალებად გარემოში სხვა მხარდამჭერ დანაყოფებთან კოორდინაციისა და სინქრონიზაციის სრულყოფა წარმოადგენს.
სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს განავითარებენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნობიან, რაც მათ დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედების შესაძლებლობას მისცემს.
„ქარიშხალი 2017“ ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0