დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა. ინიციატივა მხარის გუბერნატორს, ლევან შონიას ეკუთვნის. აქციის ფარგლებში, დასუფთავდა წინასწარ შერჩეული ლოკაციები – მუნიციპალიტეტების შემოსასვლელი გზები, ტურისტული ობიეტქები და მიმდებარე ტერიტორიები. დასუფთავების აქციაში, საჯარო მოხელეებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა მიიღეს მონაწილეობა. ყველაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელშიც ათასამდე მოხალისე მონაწილობდა. ქალაქ ზუგდიდში, სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებისგან დასუფთავდა სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორია, ადგილზე მობილიზებული იყო სპეცალური ტექნიკაც. აქციას, სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მასობირივი დასუფთავების აქცია გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა სოფლის ცენტრები და მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველწლიურად ტარდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა
22/04/2018