სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

19/06/2021

აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

“ამ ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს სერვისებს. ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს ცენტრი კი ჩვენს რეგიონში შემოსულ ტურისტებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული მარშრუტების შესახებ“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.

შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ვიზიტორებისთვის ასე მოეწყობა ავტოსადგომი. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0