სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება

Thursday May 7th, 2020

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდში ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტი გადაეცათ. სასურსათო კალათების გადაცემის პროცესს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია დაესწრნენ.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გრძელდება სხვადასხვა სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის სასურსათო პროდუქტის დარიგება. ამჯერად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით დევნილ ოჯახებს გადაეცემათ დახმარება. ეს პროცესი გრძელდება და ყველა მოქალაქე ვისაც სჭირდება მსგავსი დახმარება მას ჩვენ გვერდით დავუდგებით. რეგიონის მასშტაბით უკვე გაიცა 15 000 ოჯახზე სასურსათო პროდუქტი და ეს პროცესი გრძელდება“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0