სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლის კრებები უკვე დასრულდა რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის 139 სოფელსა და უბანში. სოფლის კრებები დღეს დაიწყო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ბეჩოს თემის მაზერის და უშხვანარის სოფლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო. რწმუნებულის მოადგილემ ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და განუცხადა რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით გაორმაგდა. მოსახლეობის უმეტესობამ მაზერსა და უშხვანარში სკოლის შემოღობვას, მინი სტადიონის კეთილმოწყობის და წყალმომარაგების პროექტებს დაუჭირეს მხარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს
04/02/2019