სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს, 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

23/08/2016

რეგიონში პროექტების მიმდინარეობას მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ზურაბ ალავიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაეცნენ. პროექტების დეტალური განხილვა, ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტების მიხედვით მოხდა.
ზურაბ ალავიძე და ლევან შონია, სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან ერთად იმ პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ არის დაფინანსებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2016 წელს, 200-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, აქედან 50 რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. გარდა ამისა წლის ბოლომდე რეგიონის მასშტაბით 1100-მდე პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასრულდება.
დღევანდელ შეხვედრაზე 2017 წელს სამეგრელო-ზეო სვანეთის მუნიციპალიტეტბში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტებიც განიხილეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0