სამეგრელოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარნენ

07/02/2017

სამეგრელოში დიდთოვლობის დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია გრძელდება. რეგიონში ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია და აბაშისა და მარტვილის მჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია გაეცნენ. მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აბაშის რაიონში ჩავიდა, სადაც მუნიციპალიტეტმა ნაზიბროლა ოთხოზორიას დაზიანებული სახლის რემონტისთვის სამშენებლო მასალა გამოუყო. სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი დაზიანდა მარტვილისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც დაზარალებულებს თანხა და სამშენებლო მასალები გადაეცათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0