სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის დროებით დაიკეტა

21/03/2016

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით დაიკეტა. ამის შესახებ სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.
აღნიშნულის გამო სავარაუდოდ შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.

“მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ სამების ტაძარი. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას უწმინდესი სიონში იქნება. სამებაში წირვა არ ჩატარდება”, – აღნიშნა მამა იოანემ.

.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0