აეროპორტის დასახლებასა და სოფელ პატარა ლილოში ორი ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა, კიდევ ორის სამშენებლო სამუშაოები კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. დასრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე და რაიონის გამგებელი კახაბერ გულედანი ადგილზე გაეცვნენ. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ლილოს დასახლებაში სპორტული მოედნების მიმდინარე სამშენმებლო სამუშაოები უახლოეს თვეებში დასრულდება.
“ლილოს დასახლებაში ახალი სტადიონების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. სამგორის რაიონის გამგეობამ შესაბამისი სამუშაოები ჩაატარა და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სპორტულ მოედანს გავხსნით. ჩვენი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. საბედნიეროდ ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულნი დაგეგმვის პროცესში “ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.