სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია. სამხედრო სასწავლებელში გამართული ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აკადემიის ხელმძღვანელს, გენერალ- ლეიტენანტ დერელ ვილიამსს შეხვდა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად აკადემია დაათვალიერა და კადეტებთან დისკუსია გამართა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი: ბექა ბექაია, ზვიად ჯოლოხავა, ნიკოლოზ მერლანი, ლუკა ნადირაძე ესწრებოდა.
სალომე ზურაბიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და აკადემიას ქართული, ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობა უსახსოვრა.
სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია
27/09/2019