სალომე ზურაბიშვილი დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

14/09/2019

სოფელ ჯიღაურაში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და საბადურების ტყის დათვალიერების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. პრეზიდენტი თიანეთში პოეტ ტარიელ ხარხელაურს ეწვია და ქართველი ქალი პოეტების კონკურსს ხვარამზეობას დაესწრო. ხვარამზეობა, ჯერ როგორც როგორც სახალხო დღესასწაული, შემდეგ კი – ქალთა ლიტერატუტული კონკურსი 2010 წლიდან ტარდება და მეთვრამეტე საუკუნის ცნობილი ფშაველი მელექსე ქალის, სამუკათ ხვარამზის სახელს ატარებს, რომელიც პირველი ფემინისტი ქალი იყო მთაში.

“ხვარამზეობის“ იდეის ავტორი ხევსური მომღერალი თეონა ქუმსიაშვილია, რომელმაც აღნიშნული იდეა გარდაცვალებამდე გაანდო მეგობრებს. პრეზიდენტმა რეგიონში სტუმრობისას დაათვალიერა ასევე მირზა გელოვანის სახლმუზეუმი. საქართველოს პრეზიდენტი თიანეთში დოჭურიშვილების დამბალხაჭოს ოჯახურ საწარმოს “მართა ბებოს დამბალხაჭო” ეწვია და დამბალხაჭოს მომზადების პროცესის გაეცნო.

დოჭირიშვილების ოჯახმა პროდუქტის წარმოება სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით დაიწყო და დღეს უკვე წარმოების გაფართოებას და აგროტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავენ, რათა დამბალხაჭოს წარმოების პროცესით დაინტერესებულ ადამიანებს უმასპინძლონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0