საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

Thursday July 28th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროექტების განმხილველი კომისიის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ წარმოადგინა და იმ განხორციელებულ სპორტულ და ახალგაზრდულ პროექტებზე ისაუბრა რომელიც აღნიშნულმა კომისიამ განიხილა.
კომისიის სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0