საკრებულოში მოსწავლეებს უმასპინძლეს

14/04/2016

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიული შენობა, თბილისის 76-ე და დაბა წეროვანის მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დაათვალიერეს. ახალგაზრდებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ უმასპინძლეს.
დეპუტატებმა მოსწავლეებს საკრებულოს შენობა დაათვალიერებინეს და მისი ისტორია უამბეს.
შენობის დათვალიერების შემდეგ, გაცნობით-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სხდომათა დარბაზში გაიმართა, რომლის დროსაც გიორგი ალიბეგაშვილმა და გულიკო ზუმბაძემ ახალგაზრდებს თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
ექსკურსია, რომელიც პროექტის „მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისთვის“ ფარგლებში მოეწყო და ა(ა)იპ „ქალთა თანადგომის“ ინიციატივით დაიგეგმა, თბილისის მერიისა და საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის – დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეებისთვის საექსკურსიო ტური საქართველოს პარლამენტში, უზენაეს სასამართლოში და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0