საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

01/08/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თერთმეტი საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა თბილისის მერის მოადგილეებად გიგა ნიკოლეიშვილის და ნატო ქიტიაშვილის, მერიის ადმინისტრაციის უფროსად ირაკლი ხუცურაულის, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად გიორგი უკლებას დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ იმსჯელეს, კანდიდატებს მოუსმინეს და საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიის სხდომაზე ასევე „თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ , ასევე „თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის, ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს დადგენილებებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისში სხვადასხვა მისამართებზე მდებარე მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0