დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
სხდომას, რომელსაც კომისიების წევრებთან ერთად განმცხადებლებიც ესწრებოდნენ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.
დღესვე, დეპუტატებმა შესაბამისი რეაგირების მიზნით, სტუდიის „რაკურსი“ დირექტორის დავით ცინცაძის, პოლიტკოვსკაიას N18-ში მცხოვრებ პირთა კოლექტიური და სხვა მოქალაქეთა განცხადებები განიხილეს.
საკრებულოში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა
13/10/2016