თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის დავით ნარმანიას მოსვლას ითხოვს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს ამ თემაზე ბრიფინგი ჩაატარეს და დავით ნარმანიას წერილობით მიმართეს. საქმე ეხება თბილისში ალექსანდრე ყაზბეგის N22-ში ხეების მოჭრის ფაქტს. ოპოზიცია ითხოვს, დავით ნარმანიამ საკრებულოს წევრებს წარუდგინოს ანგარიში, როგორც კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად ქალაქში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.
აღნიშნულ განცხადებას თბილისის საკრებულოს ოპოზიციის 13 წარმომადგენელი აწერს ხელს.
საკრებულოს ოპოზიცია საკრებულოში დავით ნარმანიას მოსვლას ითხოვს
22/08/2016