თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას და საქართველოში მოქმედ თორმეტ მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონია საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.
მემორანდუმებს ხელი, ერთის მხრივ, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, მეორე მხრივ კი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს.
შეთანხმების მიზანი სამედიცინო დაწესებულებებსა და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება, მედიცინის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელება და იმ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობაა, რომლებიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ეხება.
ღონისძიებას საკრებულოს დეპუტატები, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საკრებულოს იურიდიული კომისია 12 სამედიცინო დაწესებულებასთან ითანამშრომლებს
20/10/2016