საკონკურსო კომისიამ საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორი შეარჩია

19/09/2023

საკონკურსო კომისიამ საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლის ანგარიშგების გარე აუდიტორი Deloitte and Touche LLC შეარჩია.
კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებები გახსნა და არჩევანი საუკეთესო პირობების გამო, აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა. კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: Deloitte and Touche LLC; EY Georgia და Kpmg Georgia. კომისია აუდიტორულ კომპანიას ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2021-2022 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველომ” (PwC საქართველო) განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0