„ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ კანონპროექტი ახლებურად განსაზღვრავს ერუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობს და გეოგრაფიულ კოორდინატებს.
კერძოდ, ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 11 385 ჰა-დან 22 ჰა-თი იზრდება და 11 407 ჰა-ს შეადგენს. პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებით, ერუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი იზრდება
20/09/2023