საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები სოფელ მამხუტის, ზემო არქევანის, ხატავეთისა და ქვემო არქევანის მოსახლეობას შეხვდნენ

07/10/2019

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ. ამჯერად, გოგი მეშველიანი, ბუბა გობეჯიშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი საქართველოს პარლამენტის წევრ გიორგი მოსიძესთან ერთად, სოფელ მამხუტის, ზემო არქევანის, ხატავეთისა და ქვემო არქევანის მოსახლეობას შეხვდნენ.
საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ და მათ მუნიციპალიტეტში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0