საინფორმაციო შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გაიმართა

28/04/2022

სახელმწიფო რწმუნებული სამცხე -ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი,რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი,რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავჯდომარეებთან ერთად საჯარო რეესტრის თავჯდომარეს ოლეგ (ბაჩო) თორთლაძეს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში გაიმართა.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 – 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტის (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) კერძო, სახელმწიფო მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 1000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად, ქვეყნის დაახლოებით 1/3 დარეგისტრირდება, უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები შეიქმნება და უძრავი ქონების ბაზარი განვითარდება. შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი სოფლებისა და დაბების დამისამართების საკითხებსაც შეეხო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3Igl2nV

Tweet about this on TwitterShare on Facebook0