საინფორმაციო შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე მესტიაში

24/08/2016

დღეს, 24 აგვისტოს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათათბირო დარბაზში სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“–ს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფარესაშვილმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან.
მან გააცნო დამსწრე საზოგადოებას ცენტრის სტრატეგია და პროგრამა, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0