საიდან იანგარიშეთ, რომ მმართველობის 11 თვე დამრჩა, უფრო მეტი მაქვს დარჩენილი

Friday August 26th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულოში სხდომა თბილისის მერის შემაჯამებელი გამოსვლით დასრულდა. დავით ნარმანიამ შემაჯამებელ გამოსვლაში ყურადღება იმ პროექტებზე გაამახვილა, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა. კერძოდ, თბილისის მერმა ისაუბრა ახალაშენებულ ბაგა-ბაღებზე, სამება-მახათასა და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი ახალი გზების მშენებლობის პროექტებზე და დასძინა, რომ იგი საკრებულოში შემოდგომაზე ორწლიანი ანგარიშით წარდგება.

„ძალიან კარგად ხედავთ, რა კეთდება, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდია და ხელისუფლების დისკრედიტაციის ხარჯზე გსურთ მოიპოვოთ ქულები. საიდან იანგარიშეთ, რომ მმართველობის 11 თვე დამრჩა. უფრო მეტი მაქვს დარჩენილი და ვფიქრობ, ბოლომდე განვახორციელო ის დაპირებები, რასაც მოსახლეობას“ დავპირდით”, – განაცხადა ნარმანიამ.

მან კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბა ის დაპირებები, რასაც უახლოეს პერიოდში აპირებს, რომ განახორციელოს. ეს არის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, საკანონმდებლო ნორმების გამკაცრება, თბილისის მერიასთან ცენტრის შექმნა, სადაც შეუძლია დაინტერესებულ პირებს, ექსპერტებს, დეპუტატებს თავიანთი წვლილი შეიტანონ გამწვანებასთან დაკავშირებული პროცედურების გაუმჯობესების საკითხებზე. ასევე გაზრდილი ბიუჯეტით მომავალი წლიდან ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური უფრო ეფექტურად იმუშავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0