საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების და მემორიალის რეაბილიტაციაა

16/03/2022

მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. დღეს, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები დიდი ჭყონის და დოშაყეს ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში გაიმართა. შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საერთო კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების და მემორიალის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა დაასახელეს. 2022 წელს მარტვილი მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით 20 ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 74 სოფელში, 54 საერთო კრების სხდომა და 20 კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0