საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

26/02/2019

მთავრობის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან, მერსედეს ვერა-მარტინთან.
მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას მიულოცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch-ის” მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება და აღნიშნა, რომ ეს შედეგი მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მისიის მორიგი ვიზიტი მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0