ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემატიკა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ქართველმა და ესპანელმა სპეციალისტებმა.
საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ტერიტორიული ორგანიზაციის პრობლემატიკა“ გაიმართა
23/10/2016