საქართველოს პრემიერ-მინისტრი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო წირვას დაესწრო. საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა.
„ხარება არის იმედის დღესასწაული, როდესაც ადამიანს ღმერთმა ახარა თავისი მოსვლა. მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვუთხრა, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე არის ნათელი, გქონდეთ იმედი. მინდა ასევე ყველას ვუთხრა, რომ ერთმანეთს გადავცეთ პოზიტიური მუხტი, ეს არის ყველაზე მთავარი დღეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სადღესასწაულო წირვა სვეტიცხოველში გაიმართა
07/04/2016