საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (144,67 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 8,277.16 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8,277.16 ლარის ოდენობით შეეფარდა.
28 ოქტომბერს, სგპ „სადახლო-საავტომობილო”, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (50,2 გრ) ბრილიანტის თვლებით გამოავლინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 7,957 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 7,957ლარის ოდენობით შეეფარდა.
სადახლოზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
28/10/2016