საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

09/12/2023

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. გზის დაგების პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
საპერტიოს უბანში აქამდე მხოლოდ გრუნტის საფარიანი გზა იყო, ამჯერად კი ხუთ კილომეტრამდე მონაკვეთზე ასფალტო-ბეტონის გზა ეწყობა, გზასთან ერთად წესრიგდება სანიაღვრე სისტემა. აღნიშნული ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 3 462 808 ლარია.
პარალელურად სამუშაოები ხორციელდება სოფელ ყულიშკარსა და ოქტომბერში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0