საგარეჯოში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

08/08/2016

დღეს 8 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ამ დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიორგი რევაზიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ფრიდონ ბურდულმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების რევაზ მამისაშვილის საფლავი სოფ. მარიამჯვარში და გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი სოფ. ჩაილურში ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს ტრადიციულად ფულადი დახმარება გადასცეს. გიორგი კირაკოზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან სოფ. ჩაილურის სკოლის მოსწავლეებმა ომში დაღუპული გმირების საპატივსაცემოდ ლექსები წაიკითხეს.
შეგახსენებთ, რომ ლეიტენანტი, ოცეულის მეთაური რევაზ მამისაშვილი 8 აგვისტოს, საბრძოლო მოქმედების დროს დაიღუპა, ხოლო კაპიტანი, მეოთხე ბრიგადის საარტილერიო შტაბის უფროსი გიორგი კირაკოზაშვილი 9 აგვისტოს ცხინვალში საბრძოლო მოქმედების დროს სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0