სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოსავლენად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გზირიშვილი სოფ. დიდი ჩაილურის, პატარა ჩაილურის, კაკაბეთის, ბადიაურის, მზისგულისა და შიბლიანის მოსახლეობას გაესაუბრა.
სოფ. დიდი ჩაილურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლისთვის გამოყოფილი 26587ლარი გარე განათების მოწყობაზე დაიხარჯება.
სოფ.პატარა ჩაილურის მოსახლეობამ აგრეთვე გარე განათების მოწყობას მიანიჭა უპირატესობა, რისთვისაც 26676 ლარი არის გამოყოფილი.
სოფ. კაკაბეთის მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით 54547 ლარი სასმელი წყლის დაქსელვას და ონკანების დამატებას მოხმარდება.
სოფ.ბადიაურის მოსახლეობამ პრიორიტეტად ე.წ „სოკარის“ წყლის რეაბილიტაცია და უკუსარქველების მოწყობა დაასახელა . აღნიშნული სამუშაოებისთვის 32220 ლარი არის გამოყოფილი.
სოფ. მზისგულში მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი სოფლისთვის გამოყოფილი 17714 ლარი რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოხმარდება.
სოფ.შიბლიანის მოსახლეობამ კი არჩევანი გარე განათების მოწყობაზე შეაჩერა, რისთვისაც 16445 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 1 060 519 ლარი აქვს გამოყოფილი.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
14/03/2016