საგარეჯოელი მოსწავლეები კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ

13/10/2016

საქართველოს მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მეათეკლასელები დასაჩუქრდნენ. მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ქეთევან ნატრიაშვილმა და ლია გიგურმა გადასცეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0