საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, 19 სექტემბერს, მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო, რომელმაც იმსხვერპლა 200-ზე მეტი ადამიანი და გამოიწვია საგრძნობი მატერიალური ზარალი.
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობა თანაუგრძნობს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებს და სოლიდარობას უცხადებს მექსიკის მთავრობასა და მექსიკელ ხალხს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მექსიკაში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის გამო
20/09/2017