საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელექტრონული სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით.
დიპლომატიური აკრედიტაციის პროგრამა, რომელსაც არცთუ ბევრი ანალოგი გააჩნია მსოფლიოში უზრუნველყოფს საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელების აკრედიტაციას ელექტრონულად.
ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური და ადვილად ოპერირებადი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს აკრედიტაციის პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას (ვადების დაცვა, მონაცემთა ციფრული დამუშავება, ინტეგრაცია და ა.შ.), ასევე მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ დონეს.
პროგრამის პარალელურად დაინერგა ახალი დიზაინის სააკრედიტაციო ბარათი, რომელსაც გააჩნია გაყალბების თავიდან ასაცილებელი სპეციალური ტექნიკური მახასიათებლები.
დიპლომატიური აკრედიტაციის ციფრული უზრუნველყოფის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევითა და შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (სიდა) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის ოფიციალურად ამოქმედების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.