საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ელჩს შეხვდა

Friday January 8th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იან კელის შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში აშშ-ს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის როლზე, დემოკრატიული რეფორმების განხორციელების, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საქართველოს რეგიონული ჰაბის ფუნქციის განვითარებაში აშშ-ს მხარდაჭერაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა 2016 წლის განმავლობაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები განიხილეს და უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა დაადასტურეს.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. იან კელიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური კურსის და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში დაგეგმილი მთელი რიგი ინიციატივების განხორციელების პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული საკითხების განხორციელების მიზნით, აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0