გამგეობაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობასა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. მათ დეტალურად განიხილეს დღის გამავლობაში დაფიქსირებული დაზიანების შემთხვევები და დაგეგმეს სალიკვიდაციო ღონისძიებები.
ამ დროის მონაცემებით მუნიციპალიტეტში მდგომარეობა სტაბილურია. გადაუღებელი წვიმის გამო მეწყერული პროცესები განვითარდა დაბა ჩაქვში, ხალაში და ჩაისუბანში, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. შიდასასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდება.
საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა
09/07/2016