საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში, საველე სწავლება „EU MOLDEX 2017“-ში მიიღეს მონაწილეობა

24/10/2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში, საველე სწავლება „EU MOLDEX 2017“-ში მიიღეს მონაწილეობა.
თეორიული და პრაქტიკული სწავლება ურბანულ, წყალზე და ნანგრევებზე საძიებო-სამაშველო სამუშაოებს, მაღალი შენობებიდან უსაფრთხო დაშვებას, ქბრბ ინციდენტებზე რეაგირებას და სხვადასხვა ტიპის სამაშველო ოპერაციებს მოიცავდა.
საერთაშორისო სწავლებაში ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის ექსპერტები, ტრენერები და სწავლების შემფასებლები მონაწილეობდნენ.
სწავლების მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდა, საერთაშორისო დახმარების ჯგუფებს შორის ოპერატიული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება, ასევე, ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრთან (ERCC) კომუნიკაციითა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის მექანიზმის მეშვეობით, ფართომასშტაბიან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გაუმჯობესება.
სწავლება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0